ხვალ ჩემი შვებულების ბოლო დღეა..
ერთი თვე სამსახურიდან სრულ თავისუფლებაში გავატარე : )) მართალია დასვენების მაგივრად ძალიან დავიღალე, მაგრამ ღირდა მაინც! არავითარი სამსახური, არავითარი დოკუმენტი და არავითარი დაძაბულობა! რაც მთავარია 3 წიგნი წავიკითხე ამ 1 თვის მანძილზე. რამდენი ხანია ასე ერთიანად ამდენი წიგნი არ წამიკითხავს!!! სამოთხე იყო პირდაპირ! :))
შვებულება სოფელში გავატარე, დასავლეთში. ლამაზი სოფელი მაქვს, უზარმაზარი მთებით და უსიერი ტყეებით. სიგრილე და სუფთა ჰაერი გარანტირებული! :))) მიყვარს იქაურობა, მთელ ჩემ ბავშვობას მახსენებს ყოველი ხე და მთებში გამავალი საცალფეხო ბილიკი <3
ჩვენი ლამაზი ეზო, ისეთი ლამაზი, მთელ სოფელში რომ არ მოიძებნება! სუფთა, დაბალი ბალახით და ხილის ხეებით. ხეებზე გაბმული ჰამაკებით და თბილი მოგონებებით! შუადღისას, როცა ბუნებაც ისვენებს, ჩავეყრებოდით ჰამაკებში წიგნებით ხელში და ვტკებოდი სიმშვიდით და საინტერესო რომანებით.. ეხა კიდევ 1 წელი უნდა ველოდო ამ საოცარ განცდას!
goodbye vacation!
Saturday, August 13, 2011
Tuesday, May 17, 2011
Disconnected
რამდენი ხანია რაღაცის დაწერა მინდა, ვკვდები ისე მინდა და როცა წერას ვიწყებ ყველა აზრი ერთად მიკვდება!
ვზივარ, ათას რაღაცაზე მეფიქრება,აზრებს თავს მოვუყრი მოვალ დავჯდები და ყველაფერი იფანტება, ჰაერში ორთქლდება..
ასე მგონია სამყაროს მოვწყდი და მარტო ვცხოვრობ დედამიწაზე და ჩემი აზრებიც სულ ერთია დაიწერება თუ არა...
ამის დაწერაც არ მინდოდა ეხა..წუხელ დაძინებისას ჩვეული პოზა რომ მივიღე საწოლში, თვალი რომ დავხუჭე და გავიფიქრე აი მორჩა, უნდა ჩამეძინოს მეთქი, ისეთი გენიალური ფრაზა გამახსენდა, კი არა და მომაგონდა რომ კინაღამ წამოვხტი და კომპი ჩავრთე... მაგრამ დამძიმებულმა ქუთუთოებმა მძლია და ხვალისთვის გადავდე ეს აზრი..დილით ჩავიწერ თქო ვიფიქრე მაგრამ რად გინდა, დილით გაღვიძებულმა სულ ვერ გავიხსენე რა გენიალური ფრაზით ვაწონებდი თავს საკუთარ თავს.
თუმცა დასაწერიც არაფერი მაქვს ისეთი.. ყველა დილა ერთმანეთს გავს, სამსახურში არ დამაგვაინდეს პრინციპით ფართხაფურთხით აბაზანის მიღება-ჩაცმა-წასვლა ნახევრად მძინარე სახით.. გზადაგზა მთქნარებით.. დიდი გზა არ მაქვს გასავლელი, სამსახურიც ახლოსაა, ამიტომ ყველა კენჭი ვიცი ჩემ ქუჩაზე სად გდია, კი არა და იმ გზაზე სადაც დავდივარ..
ესეც რომ არა, ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას ვგულისხმობ, ისედაც ინტერესი მაქვს დაკარგული ყველაფრის მიმართ.. კითხვა მიყვარს, მაგრამ იმასაც ვერ ვკითხულობ ამ ბოლო დროს. დრო არ მრჩება საერთოდ.. ეხა მეტყვით აქ თუ წერ ე.ი. დროც გაქვსო,მაგრამ ასე არაა.. ეხა კითხვა რომ დავიწყო შეიძლება დაღლილობისგან ზედ ჩამომეძინოს და ვერცერთი ფრაზა ვერ გავიგო რა წერია წიგნში..
საქმე იმაშია რომ ჩემი შვილი ამჟამად სახლში არ იმყოფება, ბებია-ბაბუასთან არის სტუმრად. მე კი ვცდილობ დაკარგული დრო ისეთ რაღაცას დავუთმო რაც ამ წუთას ნამდვილად მესიამოვნება.
რაც მთავარია ყველანაირ ურთიერთობაზე უარი ვთქვი! ასე მირჩევნია ამჟამად! არ მჭირდება დაძაბული ურთიერთობები და კიდევ სხვაზე ზედმეტად ფიქრი. ჩავკეტე გარშემო ყველაფერი და ჩავეკეტე სხვებსაც! ეხა მხოლოდ ორი საფიქრალი მაქვს. ერთი ჩემი შვილია, მისი მოვლა და მომავალი. მეორე.... მეორეს ვერ ვიტყვი ჯერჯერობით. ამ უკანასკნელს რომ მოვაგვარებ მერე თავიდან ბოლომდე მოვყვები როგორ შეიძლება გადარჩეს ადამიანი ჩემ მდგომარეობაში!
so, good luck to me! and you too :)
;>

Wednesday, March 02, 2011
Lost in Translation : Hopeless

Charlotte: Let's never come here again, 'cause it would never be as much fun.
Bob: Whatever you say. You're the boss.
Charlotte: I'm stuck. Does it get easier?
Bob: No. Yes. It gets easier.
Charlotte: Oh, yeah? Look at you.
Bob: Thanks. The more you know who you are, and what you want, the less you let... things upset you.
Charlotte: Yeah. I just don't know what I'm supposed to be. You know? I tried being a writer, but... I hate what I write. And I tried taking pictures, but they're so mediocre, you know. Every girl goes through a photography phase. You know, like horses? You know? Take, uh, dumb pictures of your feet.
Bob: You'll figure that out. I'm not worried about you. Keep writing.
Charlotte: But I'm so mean.
Bob: Mean's okay.
Charlotte: Yeah? What about marriage? Does that get easier?
Bob: That's hard. We used to have a lot of fun. Lydia would come with me when I made the movies, and we would laugh about it all. Now she doesn't want to leave the kids, and... she doesn't... need me to be there. The kids miss me, but they're fine. It gets a whole lot more complicated when you have kids.
Charlotte: Yeah. It's scary.
Bob: It's the most terrifying day of your life the day the first one is born.
Charlotte: Yeah. Nobody ever tells you that.
Bob: Your life, as you know it, is gone. Never to return. But they learn how to walk, and they learn how to talk, and... and you want to be with them. And they turn out to be the most... delightful people... you will ever meet in your life.
Charlotte: Hmm, that's nice.
Bob: Where'd you grow up?
Charlotte: Um, I grew up in New York, and I moved to Los Angeles when John and I got married. But it's so different there.
Bob: Yeah, I know.
Charlotte: John thinks I'm so snotty.
Bob: Hmm. You're not hopeless.
Tuesday, January 18, 2011
ჰო...
ჩუმად, ძალიან ფრთხილად მოგეპარები ზურგიდან, ნაზად შემოგხვევ ხელებს და ძალიან ნაზად, ჰაერზე მსუბუქად გაკოცებ კისერში, ზედ ყურის ძირას, ბიბილოსთან...
......როგორ მიყვარხარ!!!
......როგორ მიყვარხარ!!!
Tuesday, January 11, 2011
god damn!..
რატომ ხდება როცა გეკითხებიან ”როგორ ხარ”?-ს, შენ ძალაუნებურად პასუხობ ”კარგად”-ს, როცა ზუსტად იცი რომ კარგად კი არა, ”ისე რა”-ც არ ხარ.. დათრგუნული, განადგურებული, ემოციადაცლილი, ფეხქვეშ გათელილი და მაგაზე უარესი ხარ...
ჯანდაბა!
ჯანდაბა!
Lars Danielsson and Leszek Mozdzer - Suffering (Danielsson)
შენ თავს მახსენებს.. მინდა სულ ჩემთან მყავდე.. გვერდით გგრძნობდე..
მცივა უშენოდ.. ცარიელი ვარ.. გამოვიფიტე...
Thursday, December 23, 2010
ნიშნები
არ ავრ ცრუმორწმუნე, არც ვყოფილვარ.. უბრალოდ მაქვს რაღაც ნიშნები რომლებიც ჩემდა უნებურად ყურადღებას იქცევენ.. ეს ნიშნები შემდგომ ჩემი ქცევის ან მოვლენის წინამდევი ხდება ამიტომ ძალიან ვერიდები იმ ფაქტს რომელსაც მარილის დაბნევა ქვია.. და ბეჭედი, რომელიც სულ მიკეთია, ჯობია არ მოვიხსნა..
და კიდევ, ერთი მანქანა, აი სამსახურისკენ რომ მივდივარ, გზაში, ერთიდაიგივე ადგილას მხვდებოდა შინდისფერი კოკროჭინა, ყოველთვის გაკრიალებული.. მისი პატრონი სულ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც ზურგიდან და აზრზე არ ვარ ვინაა და როგორია, მგონი სქესიც ვერ გავარკვიე მაშინ წესიერად.. დავინახავ თუ არა ამ პატარა შინდისფერ გაკრიალებულ მანქანას ძალიან მინდება მივიდე და ხელის გულით შევეხო.. დავინახავ და იდიოტივით ვუღიმი, თითქოს ძველი კეთილი ნაცნობი შემხვდა.. და რატომ ეს მანქანა? ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ჩვეულ ადგილას არ იდგა, მეგონა პატრონმა დააგვიანა.. ან უბრალოდ შვებულებაში ან მივლინებაშია.. ის დღეები ძალიან მძიმე და გაუსაძლისი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის.. სულ უარყოფითი ამბები ხდებოდა გარშემო.. მესამე თუ მეოთხე დღეს დავინახე ჩვეულ ადგილას.. და იმ ამბებმაც ისე ჩაიარა ვითომ არ ყოფილა.. კიდევ რამდენიმე დღის მერე აღმოვაჩინე რომ ისევ არ დგას.. აი აქ უკვე დავეჭვდი და თვალებით დავიწყე ძებნა.. უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ დიდი დაწესებულების საკმაოდ დიდ ავტოსადგომზე ვსაუბრობ..ბევრი ვეძებე ერთი, მეორე და მესამე დღეს დავინახე ადგილშეცვლილი! ვაჰ.. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა! : ))
ეხა ყოველ დღე მივდივარ იმ იმედრით რომ ის ისევ ადგილზე იდგება გაკრიალებული და ლამაზად გაიღიმებს ჩემ დანახვაზე))) რამდენჯერმე მომინდა პატრონისთვის, კი არა და მანქანისთვის წერილი მიმეწერა სამადლობელო.. დავაპირე კიდეც, ტექსტიც დავალაგე და გავაშალაშინე თავში, მაგრამ ფურცელზე არ გადამიტანია.. ვიცი დეგენერატული აზრები მაწუხებს, ეგ პირველი კი არაა, მაგრამ ყოველ დღე მინდა დავწერო წერილი და გავჩხირო შუშის საწმენდებში ))) მარა მერე ვიცი ის პატრონი რასაც იფიქრებს და მაგ იდეას ვდებ ყოველ დღე შემდეგისთვის ))))
სანამ პატრონს არ დააწინაურებენ და დაწესებულების შიდა ავტოსადგომზე არ შეიყვანს, მგონი მანამდე მაგ იდეას განხორციელება არ უწერია.. და მერე ხო საერთოდ )))) აი პირველი გაუჩინარების დროს, ვიფიქრე, როგორც კი გამოჩნდება, სულ პატარა, ფერად ფუცელზე დავწერ თქო.. მერე იმდენი აზრები იმ პატარა ფურცელზე ვერ დავატიე და გადავიფიქრე )))
მოკლედ მაგარ დღეში ვარ.. ეს ნიშნები დამღუპავს)))
არა და როგორ მიხარია, ყოველ გავლა გამოვლაზე ლამაზად რომ მიღიმის და იმედს მაძლევს...

Wednesday, December 22, 2010
Big Fail
ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვარ.. აი ისეთი ალბათ მსოფლიო საოცრებებს რომ მიეკუთვნება..
ყველაზე ძნელად მოსაპოვებელ ნდობას ერთ წამში დავუსვი წერტილი.
ბრავო ბია! წლის ყველაზე დიდი იმედგამცრუებლის ტიტული შენ გერგო..
ჰმ...
-არა და იფიცებოდი, ამტკიცებდი..
-ხო, ვამტკიცებდი და ვიფიცებოდი.
-თავს ვერ გაიმართლებ, სათქმელი არაფერი გაქვს.
-მაქვს, მაგრამ მაგას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მაინც არავინ დამიჯერებს. მე უკვე დავკარგე რაც კი რამ ადამიანური მქონდა დარჩენილი.
ჩემივე ხელით მოვჭერი ტოტი რომელზეც ისედაც რიდით ვიჯექი. იმ თხუთმეტმა წუთმა გადაწყვიტ ყველაფერი!
არ ვარ საპატიებელი, ბოდიშის მოხდაც კი უაზრობაა. არც მეპატიება და არც უნდა მაპატიონ!
ჩემ თავსვე ვერიდები, საკუთარ თავსაც კი აღარ ველაპარაკები, აღარ მჯერა მისი. ხმასაც არ იღებ რომ რამე სასწაული არ ვთქვა.. გული დამძიმებული მაქვს და ბოღმა მახრჩობს საკუთარ თავზე გაბრაზებულს.. ოხ.. ეს როგორ მომივიდა, როგორ წიდაუხედავად მოვიქეცი..
-ხომ არ აპირებდი დეგენერატო?!
-არა, არც ვაპირებდი.. მხოლოდ გავტესტე.. არადა წაშლილი მქონდა უკვე..
-დებილი ხარ!
-ვიცი!..
-წადი!..

Monday, December 13, 2010
memories
ჩვენი 4 დეკემბერი
ქეთის პოსტმა ისევ გამახსენა ეხა ერთი ძალიან ლამაზი დღე.. მადლობა ქეთ :*
მე არ მავიწყდება..

Wednesday, December 01, 2010
გიტლერ... კი არა და სოსკა კაპუტ!!
სოსკაც მოვისროლეთ!!
ვიცი რომ 2 წლის ბავშვი სოსკას არ უნდა წოვდეს, მაგრამ მე ხო ნახევრად დედა ვარ და ვიადვილებდი დაძინების პროცესს
რა ვქნა, ეგრე გარედან ვჩანვარ, თორე მაგდენი ნებისყოფა კი არ მაქვს?! )))
ეგ კი არა და ეხა პაპმპერსი დამრჩა, დამრჩა რა, თვითონ ეზარება რომ მითხრას და მეც დიდათ თავს არ ვიკლავ.. ეგეც ვიცი რომ ვაშავებ, მაგრამ ქოთანს ასე თუ ისე შევაჩვიე.. შიგადაშიგ ვაკითხავთ ხოლმე )))
ნუ ეგეც ხასიათზეა დამოკიდებული. უნდა იზამს, არ უნდა და ფეხებს ვერ მოჭამ ძირში!
ნეტა ვის გავს?! : )
ეგ ისეთი ნაჯვარია, მტრის კარს! ხასიათებს უკვე ამჟღავნებს და მერე რა იქნება მხოლოდ მამაზეციერმა იცის )))))))
ჰო, კიდე იკბინება
უფროს დიშვილს ხერხემალზე უკბინა გუშინ, ბავშვი 2 საათი ტიროდა ((
ჩემ პატარა დიშვილს ეშინია და სადაც ეს თხა თამაშობს იმ ოთახში არ შედის ”ატატი” არისო.. აი ეგეთი დაშინებული ყავს ანდრია.. ეს ეპარება და წიხლებს ურტყამს და ისიც გაურბის :)
ის მშვიდობის მტრედია
ჩემ დას ვეუბნები შენ გოგო გყავს და მე ბიჭი თქო და არა, შენ 2 ბიჭი გყავს და მე 1 გოგოო!
ვიცი რომ 2 წლის ბავშვი სოსკას არ უნდა წოვდეს, მაგრამ მე ხო ნახევრად დედა ვარ და ვიადვილებდი დაძინების პროცესს
რა ვქნა, ეგრე გარედან ვჩანვარ, თორე მაგდენი ნებისყოფა კი არ მაქვს?! )))
ეგ კი არა და ეხა პაპმპერსი დამრჩა, დამრჩა რა, თვითონ ეზარება რომ მითხრას და მეც დიდათ თავს არ ვიკლავ.. ეგეც ვიცი რომ ვაშავებ, მაგრამ ქოთანს ასე თუ ისე შევაჩვიე.. შიგადაშიგ ვაკითხავთ ხოლმე )))
ნუ ეგეც ხასიათზეა დამოკიდებული. უნდა იზამს, არ უნდა და ფეხებს ვერ მოჭამ ძირში!
ნეტა ვის გავს?! : )
ეგ ისეთი ნაჯვარია, მტრის კარს! ხასიათებს უკვე ამჟღავნებს და მერე რა იქნება მხოლოდ მამაზეციერმა იცის )))))))
ჰო, კიდე იკბინება
უფროს დიშვილს ხერხემალზე უკბინა გუშინ, ბავშვი 2 საათი ტიროდა (( ჩემ პატარა დიშვილს ეშინია და სადაც ეს თხა თამაშობს იმ ოთახში არ შედის ”ატატი” არისო.. აი ეგეთი დაშინებული ყავს ანდრია.. ეს ეპარება და წიხლებს ურტყამს და ისიც გაურბის :)
ის მშვიდობის მტრედია
ჩემ დას ვეუბნები შენ გოგო გყავს და მე ბიჭი თქო და არა, შენ 2 ბიჭი გყავს და მე 1 გოგოო!
Subscribe to:
Posts (Atom)